logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ლევან ბერძენიშვილი გახლავთ „კაგებეს“ სტაჟიანი აგენტი – მეტსახელად „დელფინა”
- +

19 სექტემბერი. 2016. 22:44



მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სანდრო ბრეგაძე რესპუბიკელ ლევან ბერძენიშვილს მიმართავს:


დასაწყისში ვიტყვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი პრემიერ-მინისტრი საქართველოს არ ჰყოლია. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მისი პოლიტიკური გუნდის წევრი. მას შემდეგ, რაც ირაკლი გადადგა, ცოტა ხანში მეც წამოვედი მთავრობიდან. ეს კაცი გახლავთ ეროვნული, პატიოსანი და წარმატებული პოლიტიკოსი!

 

რაც შეეხება ბერძენიშვილს... მე ვითხოვ, ამოიღონ საბჭოთა კავშირის დროინდელი "კაგებეს" არქივიდან დოკუმენტები, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ ლევან ბერძენიშვილი გახლავთ იგივე "კაგებეს" სტაჟიანი აგენტი - მეტსახელად "დელფინა", რომელიც თავის დროზე მოქმედებდა დისიდენტების წინააღმდეგ. პირდაპირ უნდა ითქვას: "რესპუბლიკური პარტია" შექმნა გენერალმა ალექსი ინაურმა იმისათვის, რომ ჩაეხშოთ ეროვნული ძალები, ებრძოლათ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ. დათო უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები არიან ნაძირალები, ავაზაკები და მოღალატეები!

 

ეს ადამიანები იმდენად სამარცხვინოები არიან, რომ დარწმუნებული ვარ, თავიანთი ოჯახების წევრებსაც კი ეზიზღებათ. მთელი მათი მოღვაწეობა არის მიმართული საქართველოს და ქართველობის წინააღმდეგ. ისინი იძახიან, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო, ისინი ლობირებენ ერთსქესიანთა ქორწინებას, ისინი ებრძვიან ეკლესიას, მათ თავის დროზე ტყვია ესროლეს ზვიად გამსახურდიას!

ამ ადამიანების მოღვაწეობა არის მოღალატეობრივი და ეს უნდა გაითვალისწინოს ქართველმა ხალხმა. იცით, რა განსხვავებაა ირაკლი ღარიბაშვილს, ჩემსა და მათ შორის? ჩვენ ბიძინა ივანიშვილს 2012-ში გვერდით დავუდექით ქვეყნის გადასარჩენად, ხოლო ბერძენიშვილებისთვის ივანიშვილი იყო ფულის შოვნის საშუალება. მილიონი გამოართვეს კიდეც ივანიშვილს და როცა მოაკლო, ანუ აღარ მისცა, ეგრევე ლანძღვა დაუწყეს, ახლა ირაკლი ღარიბაშვილსაც გადასწვდნენ. უფრო მეტი უნდათ, უსუფაშვილებს და ხიდაშელებს ერთი-ორი მილიონი არ ყოფნით, მათ სჭირდებათ ბევრი ფული!

მეტსაც გეტყვით, დღეს "რესპუბლიკური პარტია" და "ნაცმოძრაობა" ფინანსდება ერთი წყაროდან. "ნაცმოძრაობა" ჯორჯ სოროსის დავალებით "რესპუბლიკელებს" ახმარს შავ ფულს, რათა როგორმე წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში. მე, მაგალითად, ძალიან შემრცხვებოდა, რომ ვიყო ლევან ბერძენიშვილის მეგობარი ან ნათესავი. ეს გახლავთ დაბოღმილი "კასტა", რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიკვეთოს"!!!

 

 

„რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სამარცხვინო პიროვნებას უწოდებს:


უსუფაშვილი იყო და არის პოლიტიკაში, ღარიბაშვილი კი წავიდა პოლიტიკიდან. შეიძლება ოდესმე დაბრუნდეს და თავისი ძალა კიდევ გვაჩვენოს. ვიცით, რომ ივანიშვილმა პრემიერმინისტრობიდან გააგდო, თუ ასეთი ძლიერი იყო, რას ერჩოდა? ყოფილიყო, რას აშავებდა? ივანიშვილის პრობლემა ისაა, რომ მისი აზრით, უსუფაშვილი საერთოდ არაა პოლიტიკოსი. ერთი ვიცი, რომ დავით უსუფაშვილი სამაგალითო პოლიტიკოსი და პიროვნებაა, ხოლო ღარიბაშვილი - სამარცხვინო პოლიტიკოსი და პიროვნება".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner