logo_geo
eng_logo
გიორგი რუხაძე პაატა ბურჭულაძეს: აღარც ლიდერი ხარ და აღარც პარტიაზე ზრუნავ!
- +

19 სექტემბერი. 2016. 22:45



პაატა ბურჭულაძის ყოფილი თანაპარტიელი გიორგი რუხაძე „მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერის განცხადებას, რომელიც მან პარტიიდან წასული ახალგაზრდების მისამართით გააკეთა, უღირს საქციელს უწოდებს. რუხაძე ბურჭულაძეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პასუხობს.


 

პარტიიდან წამოსვლის შემდეგ 1 აბზაციც კი არ დამიწერია ფბ-ზე. არც ვაპირებდი, უბრალოდ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ახალგაზრდული მოძრაობის მხრიდან პარტიის დატოვებას და ამაზე ბურჭულაძის მხრიდან არც თუ ღირსეულ რეაგირებას, თითქოს ახალგაზრდებმა სუს-ის ზეწოლის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება.

 

როდესაც ამბობ, რომ პოლიტიკაში იმიტომ მოდიხარ, რომ ახალი სახეები, ახალგაზრდა პროფესიონალები მოიყვანო პოლიტიკაში და როდესაც იმასაც ვერ ახერხებ, რომ შეინარჩუნო ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც პარტიას უანგაროდ ემსახურა და მის მშენებლობაში უდიდესი როლი შეასრულა, აშკარაა, რომ აღარც ლიდერი ხარ, აღარც პარტიაზე ზრუნავ და საქმე გაქვს კატასტროფულად ცუდად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის. ახალგაზრდობა არის პარტიისსინდისი" და დღეს მან დატოვა .. ლიდერიც და პარტიაც", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი რუხაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner