logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: რამდენი უცოდველი და გაბედული ქვასროლია გვყოლია!
- +

13 მარტი. 2016. 14:55


პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე FACEBOOK-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელიც სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას უკავშირდება:


ინტერპრესნიუსს" თავისი შეცდომისთვის გულმოდგინედ ქოლავდნენ ის ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც პარალელურად, სხვადასხვა ფორმით, ყველაფერს აკეთებდნენ ამ ამაზრზენი ამბის ტირაჟირებისთვის. სინადვილეში, დიდწილად, სწორედ მათი ფარისევლური ვიშვიშით ხდებოდა ამ ამბის ტირაჟირება.

 

ასევე უცნაურია და ემოციურ ნიადაგზე დაშვებულ შეცდომას ჰგავს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბოიკოტის და სანქციების გამოცხადება ერთი მედიააშუალების მიმართ, რომელსაც ეს ვიდეო არც თავად ჩაუწერია (!), არც გაუვცელებია(!), არც პირველს უცნობებია საზოგადოებისთვის ის ამბავი, რის შესახებაც უკვე კარგა ხნის წინ იყო აჟიოტაჟი ატეხილი და რომელმაც ბოდიშიც მოიხადა. იმედია, ამ ბოიკოტის თემა სწრაფად ღმოიფხვრება, სანამ ემოციური შეცდომა უფრო დიდ შეცდომაში გადაიზრდება და სახელმწიფო უწყებების და სხვა მედიასაშუალებების ურთიერთობის ჭრილში დამატებით კითხვებს გააჩენს.

 

P.S. სახარების იგავში, მას შემდეგ რაც საკუთარ სინდისს თვალი გაუსწორა, შემცდარი ქალისთვის პირველი ქვის სროლა ვეღარავინ გაბედა. სამაგიეროდ, ჩვენ რამდენი უცოდველი და გაბედული ქვასროლია გვყოლია!", - წერს მაღლაფერიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner