„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანში კობა კობალაძე პაატა ბურჭულაძის ინიციატივას იმის შესახებ, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მარიხუანა აფთიაქებში გაიყიდება, აფასებს.
„მე ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანას „დაბოლილებმა" ვუყუროთ. გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, გაცილებით უფრო მეტ რეალობაში ვართ, გაცილებით უფრო მეტად ადეკვატურები უნდა ვიყოთ, ვიდრე მარიხუანას აფთიაქში გაყიდვაა.
შეიძლება ვისაუბრო იმაზე, რომ გადაცდომები არის ამ კუთხით, ან ნარკომანია- როგორც ავადმყოფობა ხელისუფლების მხრიდან უფრო ლოიალურად უნდა იყოს აღქმული, მაგრამ არანაირად გადამყიდველებზე.
სახელმწიფო იდეოლოგია რომ გავხადოთ ეს საკითხი, არ მივიჩნევ, რომ მარიხუანას აფთიაქში გაყიდვა არის დღეს პრიორიტეტი."- განაცხადა კობალაძემ.