„ნაციონალური მოძრაობა" ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში ძლიერია, თუმცა, მათ აღსრულების უნარი აღარ აქვთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
"ჩვენ სიტუაციას აბსოლუტურად ვფლობთ და ნებისმიერ ფაქტზე რეაგირება შეგვიძლია. მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია ნაცმოძრაობიდან ჟონავს. პარტიაში ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ. აქტივი დემოტივირებულია და ასეთ პირობებში ინფორმაცია მარტივად ჟონავს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" პატივს სცემს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს, რომელსაც კრიმინალური წარსული არ აქვს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ზუსტად იციან, არჩევნებზე რა რესურსი აქვთ და უნდათ, გარდაუვალი მარცხი რაღაცნაირად გადაფარონ. 8 ოქტომბერი მათთვის მხოლოდ დამარცხება არ იქნება, ეს ძალიან მძიმე დამარცხება იქნება. „ქართულ ოცნებას" საარჩევნო პროცესში თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ჩვენი ამოცანა დამაჯერებელი გამარჯვებაა და დარწმუნებული ვართ, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს, რომელსაც კრიმინალური წარსული არ აქვს. ყოფილი კოალიციური პარტნიორების მიმართ სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.