logo_geo
eng_logo
„ერთი გულის გახეთქვა არის ამ ტექსტის წაკითხვა“ - ზაზა პაპუაშვილი ილია ჭავჭავაძის ლექსზე
- +

20 სექტემბერი. 2016. 02:17



"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას, საქართველოს განვითარებაში ილია წავჭავაძის წვლილზე ისაუბრა.


"ილია ჭავჭავაძის პოეზია, იმით არის განსაკუთრებული, რომ რა დროსაც არ უნდა გადაშალო და წაიკითხო, თითქოს შენს თვალწინ რაღაც ჯადოსნობა ხდება, სიტყვები თითქოს ცოცხლდება და ძალიან დიდ ძარღვში ასე ჩუხჩუხით მიდის სისხლი... მჩქეფარება იგრძნობა...

 

ერთი გულის გახეთქვა არის ამ ტექსტის წაკითხვა:

 

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!"

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"

 

რამდენ ჩვენს მამულისშვილს თავისი ქვეყნის სიყვარული სიძულვილად ჩაუთვალეს , რამდენს პირიქით...

 

ამ ადამიანმა იმ ეპოქაში მოახერხა ის, რომ თითქოს ყველაფერი მიძინებული სულიერი ცხოვრება, კულტურული ცხოვრება საერთოდ ჩაკლული იყო და აი ნამდვილად...

 

ის წმინდანადაც არის შერაცხული და ღმერთმა გამოაგზავნა, ღმერთის მადლით არის შემოსული საქართველოში და დაინახა მიძინებული ქვეყანა, დაიწყო შემოძახება, ძალიან დიდი შემოძახება. მას ყველაფრის უფლება ჰქონდა .

 

მან იცოდა თანამედროვე ქვეყნისთვის რა იყო საჭირო, რა ატრიბუტიკა სახელმწიფოებრივი, რა ინსტიტუციები და შეუდგა კიდევაც ამის გაკეთებას.

 

არ ვლაპარაკობ თვითონ დასახელებას, როგორი ბავშვური, მიამიტური და სუფთაც არისწერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება." ხომ ბევრ რამეზე მიანიშნება?!

აუცილებელი იყო რომ რაღაცნაირად ფული გასჩენოდა ქვეყანას -ბანკი.

წიგნები უნდა იწერებოდეს, თარგმანი იყო საჭირო, თეატრი... ყოველ ოთხ დღეში დადიოდა თეატრში, შემოიკრიბა არაჩვეულებრივი მსახიობები, გრანდიოზები, მაგრამ მასალა მწირი იყო. პიესა უნდა გაჩენილიყო, თარგმანი უნდა გაჩენილიყო და ..

 

მისი დამოკიდებულება თავისი კალმის მიმართ, თავისი ქვეყნის მიმართ, აი ეს თავმდაბლობა...

ყველანაირი ფორმულა მოგვცა თითქოს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთ, მაგრამ რა ვქნათ, მეც იმ ადამიანებს შორის ვარ, რომელიც ძალიან ბევრს სცოდავს და ისე ვერ ახერხებს, როგორც უნდა ახერხებდეს ადამიანი კარგ ცხოვრებას. ამიტომ ამ ადამიანის მიმართ, ძალიან დიდი მუხლმოდრეკა მჭირს და მერიდება კიდევაც აქ გამოსვლა, იმიტომ რომ გაცილებით ჩვენზე უფრო მორიდებული და თავმდაბალი იყო.

 

"მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...

არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: "შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!"

 

ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემო კარგო ქვეყანავ , , ჩემო კარგო ქვეყანავ".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner