logo_geo
eng_logo
ხვალ, 12:00 საათზე სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ
- +

13 მარტი. 2016. 14:56


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხვალ, 12:00 საათისთვის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას გამართავენ.


მათი მოთხოვნა უცვლელია - უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.


ამასთან, სტუდენტები აცხადებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა საკმარისი არ იქნება და სტუდენტების აქციები მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.


ამასთან, სტუდენტების მხარდასაჭერად დღეს, 17:00 საათზე უნივერსიტეტის ეზოში აქცია-კონცერტი გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner