logo_geo
eng_logo
პროექტ „შავი ზღვის მარგალიტის“ შესახებ მემორანდუმს ხელი ხვალ მოეწერება
- +

15 სექტემბერი. 2016. 23:00


 

„შავი ზღვის მარგალიტი" - მეგა პროექტი აჭარაში, გონიოში განხორციელდება, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობას გულისხმობს. პროექტის შესახებ მემორანდუმს ხელი ხვალ მოეწერება. პროექტ „შავი ზღვის მარგალიტის" შესახებ „რეპორტიორს" თავად ამ პროექტის ავტორი არჩილ დოლიძე ესაუბრა.


 

„პროექტი „შავი ზღვის მარგალიტის" ფარგლებში ხორციელდება იმერეთსა და გურიის რეგიონში აგროსამრეწველო კომპლექსის მშენებლობა. „პროექტი შავი ზღვის მარგალიტი" არის ოთხი ერთმანეთზე დამოკიდებული პროექტი. პირველი არის გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე 315 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ეკოქალაქის მშენებლობა სადაც იქნება „ჰაი-კლასის" ინფრასტრუქტურა ზონალური დაყოფის პრინციპის დაცვით. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში ეკოქალაქში იფუნქციონირებს „ა" კატეგორიის ფინანსური ინსტიტუტები: საფონდო ბირჟა, „ა" კატეგორიის ბანკი, სალიზინგო ზონები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები. თავისუფალი ტურისტული ზონა მოიცავს „ჰაი-კლასის" ინფრასტრუქტურას. ამ 315 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ასფალტის საფარიც კი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეკოლოგიურად არ ითვალისწინებს ჩვენს მიდგომებს. ტურისტულ ზონაში ასევე იქნება იახტ-კლუბი აკვაპარკი და ყველაფერი, რაც სჭირდება ტურისტს იმისთვის, რომ კარგად იგრძნოს თავი. ჩვენი მთავარი მიზანი არის ეკონომიკურად ძლიერი ტურისტების შემოყვანას და დაგეგმილია, რომ მილიონ ორასიდან მილიონ ხუთასამდე ტურისტის მიღება ამ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ამ ქალაქში მოხდება ყველა იმ დაწესებულებისა და ორგანიზაციის განთავსება რასაც ითვალისწინებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ეს ქალაქი ისე, რომ დამსვენებლებს საშუალება მიეცეთ არათუ დაისვენონ, არამედ გაერთონ კიდეც.

 

ჩეხი კომპანიონები, არქიტექტურული კომპანია „K4" მუშაობს ამ პროექტზე და ეს კომპანია არის ჩვენი ერთ-ერთი პროექტანტი. ასევე ქართული კომპანია, რომელიც ქართველი არქიტექტორებით და ქართველი კონტრუქტორებით არის დაკომპლექტებუილი, „შავი ზღვის მარგალიტის ფარგლებში" ჩვენი პარტნიორია. ძალიან ბევრი სუბიექტი მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას. მაქსიმალურად გვინდა რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროექტში.

 

პროექტი მშენებლობის პროცესში დაახლოებით 30 000-50 000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, შემდგომში კი დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანის სტაბილურ მუშაობას. სრული მოცულობა ინვესტიციის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი იქნება, ვალდებულებაც სწორედ ასეთია ინვესტორების მხრიდან, თუმცა აღნიშნული რესურსი სავარაუდოდ გაიზრდება.

 

ჩვენი მიზანია, მივიღოთ ქართული სულისა და ქართული მენტალობის ქალაქი", - განაცხადა არჩილ დოლიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner