„პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლალი მოროშკინამ გადაცემა 2030-ში პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბურჭულაძესთან არიან ადამიანები, რომლებსაც 7 ნოემბერს და 26 მაისს ებრძოდა.
„ის, რაც პაატა ბურჭულაძესთან ხდება, აბსოლუტურად გასაგებია. ბურჭულაძესთან არის ბევრი ადამიანი, რომლებსაც მე 7 ნოემბერს და 26 მაისს ვებრძოდი. იქ იგივე სახეებს ვხედავ და წარმოუდგენელია, მათ ფერი და ზნე ეცვალათ", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.