logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პროკურატურის მუშაობა უნდა დაიხვეწოს
- +

20 სექტემბერი. 2016. 03:39



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა დღესაც არ არის იდეალური. მისი განცხადებით, პროკურატურაში კადრების შეცვლა რთული პროცესია.


პროკურატურა პირველ წელს ძალიან მძიმედ მუშაობდა, რადგან ისევ კუბლაშვილი მართავდა სასამართლოს. სასამართლო პროკურატურაზე, რა თქმა უნდა დამოკიდებულია. პირველი წლების განმავლობაში, პირდაპირ კრიმინალს იჭერდნენ და იმის დაპატიმრების უფლებასაც არ აძლევდა ხშირად სასამართლო, ეს იყო ყველაზე მძიმე ეტაპი. ჯერ მიდიოდა პროკურატურის გადალაგება და გადაწყობა, გახსოვთ, როგორი იყო პროკურატურა, იქ კადრების შეცვლა, ძალიან რთულია",- აღნიშნა ივანიშვილმა.


 მისივე თქმით,  პროკურატურა დღესაც შეიძლება,  არ არის იდეალური და ვერც იქნება, კიდევ უნდა დაიხვეწოს მისი მუშაობა და ქმედითუნარიანობა.


"პირველ ეტაპზე პრობლემების რთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ სასამართლო ისევ კუბლაშვილის მხრიდან კონტროლდებოდაძალიან დიდი იყო წინააღმდეგობა",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner