logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკელებზე: რამხელა ამბიცია აქვთ...
- +

20 სექტემბერი. 2016. 03:42



„ლეგენდაა, თითქოსრესპუბლიკელებს" დავპირდი მთავარი პარტია უნდა გამხდარიყო, „ქართული ოცნებაჩამეწია დარესპუბლიკელები" გამხდარიყვნენ ძირითადი ძალა, უსუფაშვილი კი - პრემიერ-მინისტრი," -ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.


ივანიშვილის თქმით, ამ ლეგენდის აღიარებას „რესპუბლიკელები" მისგან ითხოვენ.


"თუ არ ვაღიარებ, იმითაც იმუქრებიან, დააბრუნე მაშინ 2012 წელიო და იქ ჩვენ მარტო შევებრძოლებითნაციონალურ მოძრაობასო", ეს პრეტენზია აქვთ, რამხელა ამბიცია აქვთ. მათ მე წყევლის ნაცვლად დავლოცავდი და შევახსენებდიკავკასიელ ტყვე ქალს", სადაც ამბობენმოთხოვნილებები და შესაძლებლობები ახლოს უნდა ჰქონდეს დაბალანსებულ პიროვნებაიმ სადღეგრძელოს შევახსენებდირესპუბლიკელებს" და მათი წყევლის ნაცვლად, დავლოცავდი, რომ მათ მოეხერხებინოთ საკუთარი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები დაეახლოვებინოთ ჩემი გამოყენების გარეშე. რატომ მაგინებენ, რატომ მლანძღავენრესპუბლიკელები". მათ აქვთ დიდი განსხვავება მოთხოვნილებასა და შესაძლებლობას შორის. იმხელა სხვაობაა მათ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის  სასწაული უნდა მოახდინო, რომ ისინი ერთმანეთს დაუახლოვო. ამ სასწაულის მოხდენას ჩემგან ითხოვენ, თუ ნახავთ მათ გამონათქვამებს",-განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner