„რუსთაველის სახლის მშენებლობაში ჩემი თანადგომა იქნება, თუ ეს სახელმწიფომ ვერ შეძლო", - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომ ასპინძის რაიონში ვერ მიაღწიეს, რომ შოთა რუსთაველის სახლის მშენებლობა ხელისუფლებას დაეფინანსებინა.
"ჩვენი ძირითადი რესურსი არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება. ჩვენ ვართ პატარა ერი, რომელმაც ევროპული და აზიური ცხოვრებაც ვიცით. მუსლიმებისა და ქრისტიანების, სომხების და ქართველების, ებრალებების და ქართველების თანაცხოვრება ჩვენი ბუნებრივი ყოფაა. ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ სკოლას, როცა მუსლიმები და ქრისტიანები ერთ შენობაში იმყოფებოდნენ. ეს ჩვენი ბუნებრივი ყოფაა. დღესაც ბევრი განვითარებული ქვეყანა იბრძვის, ქალი გახდეს პირველი პირი. სწორედ რუსთაველი ამბობდა, "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადი". ამ დროს თამარ მეფე უკვე გვყავდა. ეს არის ჩვენი კულტურა. ყველაზე მეტი რესურსი სწორედ აქაა", - განაცხადა ივანიშვილმა.