დღეს სამების საკათედრო ტაძარში, 18:00 საათზე შენდობის წესი, ხოლო ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს სვეტიცხოველში, 18:00 საათზე ანდრია კრიტელის კანონი შესრულდება.
ამასთან, საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს შენდობის დღე მიულოცა და ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა.