logo_geo
eng_logo
ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს არ აღიარებს
- +

20 სექტემბერი. 2016. 10:52



ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს არ აღიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსია მოახდინა.



ევროკავშირი კვლავ რჩება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული", - აღნიშნულია განცხადებაში.



ევროკავშირში აცხადებენ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია იტყობინება, რომ რუსეთში, საარჩევნოი გარემოზე ურყოფით გავლენას ახდენდა „ფუნდამენტალური თავისუფლებების და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, მედიის მკაცრი კონტროლი და გაძლიერებული ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე".



ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადებები ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner