logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს დღეს გამოაქვეყნებს
- +

20 სექტემბერი. 2016. 11:16



„ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს დღეს გამოაქვეყნებს.



„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მემორანდუმში დასმულ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, რომ იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, სხვა პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მოვიდნენ.



მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით ჩვენი ლიდერი გამოვიდა, რადგან პირდაპირ ვართ დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმის გაფორმება. მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია. ძალადობის პროვოცირების მთავარი ინსტრუმენტია კონტრაქციები. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტმა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონტაქციები არ შედგება. ჩვენ არაფერი გვესაქმება იქ, სადაც აგიტაციას სხვა ატარებს. ჩვენი ამოცანაა დისტანცირება სხვისი აგიტაციისგან. იმედი გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც ანალოგიურ მიდგომას დააფიქსირებენ. მემორანდუმთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner