logo_geo
eng_logo
საქართველოს დამსახურებული სახალხო არტისტის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნება
- +

20 სექტემბერი. 2016. 11:36



საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნება დამსახურებული სახალხო არტისტის, ანსამბლ „ქართული ხმების"  დამფუძნებელი წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის,  ღირსების ორდენის კავალერის, ყოფილი ტელეწამყვანის და პირველი ქართველი შოუმენის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.



გია ჭირაქაძეს 21 სექტემბერს 79 წელი უსრულდება. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე შემოქმედებითი-საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომელსაც თავად იუბილარი გაუძღვება. საღამოში მონაწილეობენ ანსამბლ „ქართული ხმების" ორი თაობა, ნანი ბრეგვაძე, ირმა სოხაძე, ნანული აბესაძე, „ოთხი გია", „თბილისური კვარტეტი", კონსერვატორიის სექსტეტი, თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, მარიკო ებრალიძე, მაკა ზამბახიძე, დათო ნოზაძე, დავით მიზანიშვილი და მისი ბენდი. 


გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ „ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ „დიელოს" წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება  შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner