logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი ნიკა გვარამიას: ბავშვები ტირილს რომ იწყებენ, ისეთ ადამიანს ნუ დაემსგავსები...
- +

20 სექტემბერი. 2016. 11:42



„ბავშვები ტირილს რომ იწყებენ, ისეთ ადამიანს ნუ დაემსგავსები..." - ასე მიმართავს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

 

„1. „რუსთავი 2"-ის ინტერაქტივი - მაყურებლით მანიპულირებაა. არ აქვს მნიშვნელობა, „რუსთავი 2" თავად ატარებს გამოკითხვას თუ ამისთვის რომელიმე კომპანიას უხდის ფულს. ფაქტია, რომ ამ არხზე მაყურებლის ინტერესი იგნორირებულია. ეს „დამთვლელი მანქანა" გუშინ გადაცემაში, სანდრას გამოჩენამდე, გამართულად მუშაობდა, ყოველთვის იგებდა „ნაციონალური მოძრაობა" და მხოლოდ გასულ ორშაბათს, 12 სექტემბერს წააგეს. გუშინ, რა თქმა უნდა, ვერ დაუშვებდით სანდრას კრახს მისივე კუთვნილ არხზე და ინტერაქტივი საერთოდ ჩახსენით. ეს არც არის გასაკვირი, „რუსთავი 2" ყოველთვის ყალბი იყო და არის, იმ ავადსახსენებელი 9 წლის მანძილზე ვერაფერს ხედავდა ცუდს და ამ 4 წლის განმავლობაში ვერაფერს ხედავს კარგს.

 

თქვენი ეგზიტპოლიც ასეთივე წარმატებით გაყალბდება 8 ოქტომბერს. ეგზიტპოლი, რომელსაც თქვენსავით რეპუტაციაშელახული თქვენი კომპანიონი GFK ჩაატარებს.

 

პრინციპში, სააკაშვილის მეგობარ, ადეიშვილის მოადგილე, ყველაფრის გამპრავებელ „ტელე-მენეჯერისგან", გაყალბება რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს?

 

უკვე დღეს, გამოვა მთვლელი კომპანია და „გააპრავებს"  „რუსთავი 2"-ს, მერე თავად „რუსთავი 2" „გაიპრავებს" თავს და ბოლოს ამ „გაპრავებაში" ჩაერთვებიან „ექსპერტები", NGO-ები და ....

 

მოკლედ, იყავით ასე თავის მართლებაში, ასევე დარჩით - არ თქვათ სიმართლე. მაინც არავინ დაგიჯერებთ.

 

 

2. ოთარ დანელიას პირადად არ ვიცნობ - გავატაროთ. მაგრამ შენ გიცნობ, ნიკა. ასე 15-18 წლის რომ იყავი, ჩემს სტუდიაში თამაშობდი „რა? სად? როდის?", „ბნელი და უკუნი" რომ დაარქვით, იმ წლებში. ზუსტად ვიცი, რომ ნორმალური ტელევიზიები არ აქვეყნებენ ამ სახის ვიდეოებს. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანების კერძო საუბარს, გაუფრთხილებლად (როდესაც სუბიექტმა არ იცის, რომ მისი საუბარი შეიძლება იწერებოდეს), ჩაიწერ ტელეფონით, ჩართული მიკროფონით ტელევიზიაში, მოსასმენს ჩაუმონტაჟებ მანქანაში, თუ საძინებელში ჩამოუშვებ ზედა სართულიდან? სულ 1-2 თვის წინ, შენმა ჟურნალისტმა იგივე იკადრა ქალბატონ მანანა კობახიძესთან მიმართებაში, შენმა არხმა კი, იკადრა და აჩვენა ეს ჩანაწერი. არადა, მაშინ მიკროფონები იყო გამორთული (ხმა ცუდად ისმოდა), სამაგიეროდ კამერები იყო მომართული. შეგახსნებთ, პარლამენტის ფოიეში ხდებოდა ეს.

 

შენი არხის ყველა თანამშრომელმა იცის, რომ რაც ქალბატონ მანანასთან ჩაიდინეთ - უღირსი ამბავია. ამ ადამიანებს მაინც ნუ სვრი. ნუ აწვალებ ამ „რუსთავი 2"-ის თანამშროლებს.

 

მე და შენ ხომ ორივემ ვიცით, 2016-ში უარესად წააგებთ, 2012-თან შედარებით. ჩვენს გარდა ეს იცის მთელმა საქართველომ, თქვენმა მცირერიცხოვანმა მხარდამჭერებმაც კი. მსოფლიომ იცის, რომ ამ ქვეყანაში სააკაშვილის სისასტიკის მანქანა უკვე დამარცხდა, რეინკარნაციის საშუალების გარეშე.

 

3. ჩართულ მიკროფონებთან სარეკლამო ჭრის დროს ნუ საუბრობთო...

 

ნიკა, მესმის, რომ ტელევიზიაშიც გენერალური პროკურორი ხარ და ტელევიზია ისევე იცი, როგორც სააკაშვილმა „ვეფხისტყაოსანი".

 

ამიტომ აგიხსნი, როგორ ხდება ეს ამბავი:

 

ა) ყველა მიკროფონის ხმა შედის დიდ ხმის პულტში.

 

ბ) ხმის რეჟისორი/ოპერატორი, იმ ხმის ბილიკს რთავს საეთეროდ, რომელშიც რესპონდენტი საუბრობს. ზუსტად ამის გამო არ ისმის სხვა სპიკერების წამოძახილები, ან გადაცილებული დროის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები. ხოლო თუ შორიდან ისმის ვინმეს ხმა, ამ ხმასაც - გიორგი გაბუნიას მიკროფონი იღებს, რამეთუ მხოლოდ მისი მიკროფონი არ ითიშება ეთერის განმავლობაში.

 

გ) ყველა მიკროფონი ერთდროულად რომ იყოს ჩართული და არ ითიშებოდეს, მაყურებელი ვერასდროს, ვერაფერს გაიგებდა.

 

რა მოხდა სინამდვილეში? ყველასათვის რომ გასაგები იყოს, ავხსნი:

 

ა) ნიკა გვარამია, შესვენების დროს, როდესაც ეთერში სარეკლამო ჭრა გადიოდა, მისთვის ჩვეული საქმით დაკავდა. კერძოდ - მიყურადებით. როგორც ადეიშვილის დროს უსმენდა, იწერდა და აშანტაჟებდა - ისევე აგრძელებს ახლაც, სადაც ახერხებს და როგორც ახერხებს. აბა, „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს ჰკითხეთ, როგორ ჰგონიათ მათ, რაზე ჩურჩულებენ ერთმანეთში, დღესაც უსმენს და უთვალთვალებს თუ არა „სიტყვის თავისუფლების შუქურა" ნიკა გვარამია - თითოეულ მათგანს?

 

ბ) იგი უსმენდა არა ექვსივე პარტიის სპიკერების საუბარს, არამედ მხოლოდ „ქართული ოცნების". თუ ეს ასე არაა - მაშინ გვაჩვენოს, გაასაჯაროოს, ყველა სხვა სუბიექტის იგივე სახის (ხარისხის) ჩანაწერი, იმავე დროის მონაკვეთში და თან ახსნას, რანაირად ხდება, რომ რესპონდენტების საუბარი იწერება ისე, რომ ისინი ამის შესახებ არ არიან ინფორმირებულნი.

 

გ) მეტიც, გვარამია არა მხოლოდ უსმენდა, იწერდა კიდეც ამ საუბრის აუდიო-ვიდეოვერსიას. როდესაც აღმოაჩინა ის ჩანაწერი, რაც საკუთარ facebook-გვერდზე გაავრცელა, რომ არ „დამწვარიყო" მიყურადებაში, სარეჟისოროში შეიყვანა ოპერატორი და მონიტორიდან გადააღებინა, წინასწარ ჩაწერილი ვიდეო.

 

 

დ) იმასაც გეტყვით, რომ სანამ ამ ვიდეოს დადებდა facebook-ზე, გვარამიამ ჩემთან დაარეკინა ნოდარ მელაძეს, რომელმაც ამიხსნა, თუ რატომ ჩაუვარდათ ინტერაქტივი. ნოდარს გულწრფელად სჯერა, რომ ნიკა გენერალური დირექტორია არხის და არა გენერალური პროკურორი. ნოდარს იმისაც სჯერა, რომ „რუსთავი 2" თავისუფალი ტელევიზიაა და რომ ცხოვრება მშვენიერი იყო 2003-2012 წლებში. ამიტომ, ნოდარის გულწრფელობის მეც მჯერა. ნეტარ არიან მორწმუნენი.

 

4. მომეკითხება თუ არა მე ჭკუა? გუშინდელი დღე ვარ თუ გუშინწინდელი?

 

- ნიკა, მე „დღე" ვარ - შენ კი „ვარამი"....

 

- პოზიტიური ადამიანი ვარ, ხალხს ვახსოვარ „ზარით დანიიდან" და „საქართველოს მე-20 საუკუნით".

 

- შენ გაბოროტებული პერსონაჟი ხარ, ცნობილი „ნოემბრიდან - ნოემბრამდე" და „ყავარჯნიანი კაცების" გაპრავებით.

 

„ყბადაღებული" პიარის შედეგებს კი, ოქტომბრში იხილავ - გაწბილებულ ოდესელთან ერთად", - წერს კოკა ყანდიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner