logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ინვესტორებთან კომუნიკაცია ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
- +

17 თებერვალი. 2016. 13:19


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ინვესტორებთან კომუნიკაცია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



პრემიერ-მინისტრმა რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოიცავს საგადასახადო, მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმებს.



თქვენთან ერთად ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის განხილვა, მიმდინარე საკითხების ჩათვლით, ჩვენს ინტერესებში შედის. ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახანს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით", - მიმართა კვირიკაშვილმა საბჭოს წევრებს.



მისივე თქმით, დღის წესრიგში ასევე გათვალისწინებულია მმართველობის ამომწურავი რეფორმა, რომელიც მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას გულისხმობს.



ეს ოფისი ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმა. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მთავრობის მეთაურის თქმით, რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას.



ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხზე ზოგიერთ თქვენგანს უკვე ვესაუბრე. ამ მიზნის განსახორციელებლად კი ჩვენ დაგვჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, რეფორმების დღის წესრიგის მეოთხე ბლოკი განათლების სფეროს მოიცავს.



ამ სფეროშიც ასევე დაგვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ მოვამზადეთ რეფორმის კონცეფცია, რომელსაც უახლოეს დღეებში განვიხილავთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner