logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: არასამთავრობოები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მომავალს უწამლავენ ჩვენს მომავალ თაობას
- +

20 სექტემბერი. 2016. 11:53



„თოფაძე, მრეწველები - ჩვენი სამშობლოს" ლიდერმა გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი საარჩევნო ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში ბარიერს გადალახავს.



მისი თქმით, „მრეწველებს" ბარიერის გადალახვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ. მისივე თქმით, ხალხი პოლიტიკურ ბლოკთან მიმართებაში დადებითად არის განწყობილი, რაც საპარლამენტო არჩევნებში დადასტურდება.



როგორც თოფაძე აღნიშნავს, საარჩვენო ბარიერის გადალახვისთვის ასევე იბრძოლებს 5-6 პარტია: „პატრიოტთა ალიანსი", ნინო ბურჯანაძე და „ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის პარტიას, მისი თქმით, ბურჭულაძის პოლიტიკური მანევრები გაუგებარია.



რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა წინასწარ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატები, თოფაძის თქმით, არასამთავრობოებმა „თავის პატრონს მოჰკითხონ, რადგან ისინი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მომავალს უწამლავენ ჩვენს მომავალ თაობას".


მისივე თქმით, „მრეწველები" სავარაუდოდ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ ძალაში საკმაოდ ბევრი კვალიფიციური კადრია, რომელსაც შეუძლია მაღალი თანამდებობების დაკავება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner