logo_geo
eng_logo
ხელოვნების სასახლეში კატალოგის „სუვენირები საქართველოდან“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
- +

20 სექტემბერი. 2016. 13:02




19 სექტემბერს, ხელოვნების სასახლეში კატალოგის „სუვენირები საქართველოდან" ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა.


ელექტრონული კატალოგი 100-მდე ავტორის, 18 სახელოსნოს მიერ წარმოებულ რეწვის ნიმუშებს მოიცავს; ქართული რეწვის უნიკალურ ექსპონატებთან ერთად, საზოგადოებას ქართული პოლიფონიის, კერძოდ, ანსამბლ, „რუსთავის" შესრულებით, ხალხური სიმღერების მოსმენის საშუალებაც ექნება.


პროექტის მიზანია, ქართული ტრადიციული ხელოვნების ესთეტიკური ღირებულებების, მივიწყებული დარგების შენარჩუნება-განვითარება და ტრადიციული რეწვის ოსტატების საქმიანობის ხელშეწყობა. კატალოგის ელექტრონული ფორმატი ინოვაციური ხასიათისაა და ამ დრომდე ასეთი სახით არ განხორციელებულა.


პროექტის მეშვეობით, ელექტრონულ-ინტერაქციულ ფორმატში შესაძლებელი ხდება თითოეული ნივთის, ყოველი დეტალისა და რეწვის ნიმუშთა დამზადების უნიკალური ტექნოლოგიების დათვალიერება, ასევე ქართული რეწვის სხვადასხვა სახეობის - მეთუნეობა, ნაქარგობა, ქსოვა, ტექსტილის სახეობები, მინანქარი, სამშვენ-სამკაული და სხვა ტექნოლოგიით შესრულებული უნიკალური ნიმუშების დათვალიერება.


კატალოგის „სუვენირები საქართველოდან" ელექტრონული ვერსია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისათვის.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner