logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად ინფორმირებულია
- +

13 მარტი. 2016. 15:32


სოფელ ჯარიაშენში განვითარებული მოვლენებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიან ეხმაურება. როგორც მან განაცხადა, საგარეო უწყებამ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად აამოქმედა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. კერძოდ, ინფორმირებულია ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე-ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენელი. ასევე, ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ კავშირზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და, კერძოდ, მის ხელმძღვანელთან, რომელიც ადგილზეა და იქ აკვირდება დეტალურად პროცესებს. ეს საკითხი იქნება სერიოზული განხილვის თემა სამშაბათს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხილვის დროს. გარდა ამისა, უახლოესი რაუნდი მარტის მეორე ნახევარში იგეგმება ჟენევაში და ჩვენი დელეგაცია ძალიან მწვავედ დააყენებს ამ საკითხს.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირება და მათი კონსოლიდირება, რათა არ მოხდეს პროცესების ესკალაცია და მავთულხლართების დამონტაჟება და გადმოწევა ჩვენს ტერიტორიაზე", - განაცხადა ზალკალიანმა.


სოფელ ჯარიაშენის განაპირას, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა გუშინ დილით დაწყებული სამუშაოები განაახლეს. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ. ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, გუშინ შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.


სოფელ ჯარიაშენის პერიმეტრზე გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner