logo_geo
eng_logo
Saudia Airlines ავიალაინერის გატაცება იგეგმებოდა
- +

20 სექტემბერი. 2016. 13:24



ფილიპინების დედაქალაქ მანილას აეროპორტში საგანგებო სიტუაცია შეიქმნა. Saudia Airlines თვითმფრინავის მფრინავის განცხადებით, ავიალაინერის გატაცება იგეგმებოდა.



აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე დისპეტჩერებმა ხელმძღვანელობას შეატყობინეს, რომ რეის SV872-თან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეები არსებობს.



ამჟამად თვითმფრინავი მანილას საერთაშორისო აეროპორტშია, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ძალები. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.



რეისის დროს Saudia Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე 300 მგზავრი იმყოფებოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner