საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ხვალ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 14 მარტს, 10:30 საათზე, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტი სხდომას გამართავს. ამავე დღეს, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენცია, სადაც სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.