logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ხვალ წარადგენს
- +

13 მარტი. 2016. 16:36


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ხვალ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 14 მარტს, 10:30 საათზე, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტი სხდომას გამართავს. ამავე დღეს, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენცია, სადაც სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner