logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთხელ, ერთად გავიმარჯვებთ
- +

20 სექტემბერი. 2016. 14:22



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდა.

 

 

გურია პერსპექტივების მხარეა, ამ რეგიონში გამორჩეული ხალხი ცხოვრობს, 2012 წლის არჩევნებში  თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთხელ, ერთად გავიმარჯვებთ." - განაცხადა თალაკვაძემ.



შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო.



ჩვენი ერთ ერთი პრიორიტეტია ძლიერი სოფელი, ჩვენ ძალაუფლება დავუბრუნეთ ხალხს და სახელმწიფო ინსტიტუტები ადამიანებისკენ შემოვატრიალეთ - განათლების, ჯანდაცვის, სამართალდამცავი და სოფლის მეურნეობის სექტორები დღეს თქვენ გემსახურებათ და არა ორ-სამ ადამიანს, რომელთაც ხალხის ხარჯზე ხელები მოითბეს და უცნაური სურვილები შეისრულეს", - მიმართა მოსახლეობას არჩილ თალაკვაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner