logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: თეიმურაზ ტუღუში ეფექტური მოსამართლე იქნება
- +

20 სექტემბერი. 2016. 14:26



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ თეიმურაზ ტუღუშის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თეიმურაზ ტუღუშის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება მეტად ეფექტური იქნება.



მისი თქმით, თეიმურაზ ტუღუშს პლენუმის ყველა წევრმა გამოუცხადა ნდობა. გვენეტაძის ინფორმაციით, პლენუმს 15-დან 14 წევრი ესწრებოდა, ერთი წევრი კი მივლინებაში იმყოფება. გვენეტაძის თქმით, მხარდაჭერამდე მოხდა თეიმურაზ ტუღუშის ბიოგრაფიის გაცნობა და მას ასევე დაუსვეს კითხვები.



იყო მისი ბიოგრაფიის გაცნობა, ბუნებრივია, იყო შეკითხვები და კენჭისყრის შედეგად საბოლოოდ მიღებულია პოზიტიური გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს პლენუმი აცნობიერებს იმ მაღალ პასუხისმგებლობას მოსახლეობისადმი, სასამართლოს ნდობისადმი და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მთელი პასუხისმგებლობით, წინა პერიოდში შეხვედრებით, კონსულტაციებით გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლით, ბატონი თეიმურაზის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.



რაც შეეხება კითხვებს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, კითხვები ძირითადად თეიმურაზ ტუღუშის პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა.



კითხვები ეხებოდა მის ბიოგრაფიას, ყველაზე მეტად პროფესიულ მონაცემებს, რომელიც ათწლიან გამოცდილებას უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოში მისი საქმიანობის. ის 10 წელია სხვადასხვა პოზიციებზე საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან საპასუხისმგებლო მისიას ახორციელებს. ვფიქრობ, ბატონი თეიმურაზი სასურველი კანდიდატურაა, რომელმაც ძალიან კარგად, ბრწყინვალედ იცის შიდა სამზარეულო, ის ყველა სამართლაწარმოების პროცესში ჩახედული და დაკვალიანებულია და ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ასეთი წევრის მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება მეტად ეფექტური იქნება, რაც სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner