logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ვაზაგაშვილი უკრაინულად! ხატია დეკანოიძემ თავი მოგვჭრა!
- +

13 მარტი. 2016. 18:25


7 თებერვალს უკრაინაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციამ მიხაილ მედვედევი მოკლა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფო"-ს დამფუძნებელი, უფლებადამცველი ლალი მოროშკინა ეხმაურება.

 

ვაზაგაშვილი უკრაინულად!!!ხატია დეკანოიძემ თავი მოგვჭრა... დეჟავიუ... ისევ მკვლელობები ქუჩაში, ოღონდ ამჯერად უკრაინაში...", - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.


უკრაინული მედიის ცნობით, ხატია დეკანოიძე სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება 7 თებერვალს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციამ მიხაილ მედვედევი მოკლა. თავდაპირველი ინფორმაციით, სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მედვედევი და მასთან ერთად "ბეემვეს" მარკის ავტომობილში მყოფი პირები ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. თუმცა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მედვედევი ფხიზელი იყო და მას სკოლის მოსწავლეები ჰყავდა მანქანაში.


უკრაინელები მიიჩნევენ, რომ მკვლელობაში დამნაშავე პოლიციაა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner