logo_geo
eng_logo
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს
- +

20 სექტემბერი. 2016. 15:04



მთავარმა პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე, რომელზეც კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: დათა ახალაიას, ლევან ქარდავას, ვასილ ლილუაშვილს და რევაზ შიუკაშვილს ბრალი წაუყენა, დაკითხვაზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე დაიბარა.



პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას მიეცა გონივრული ვადა, გონივრული დრო, რათა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდეს.



დაკითხვაზე დაბარების უწყება მის ოჯახს ჩაბარდა, გონივრული ვადა კი 2 დღეა, რათა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში გამოცხადდეს.



ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, გია ლორთქიფანიძე საქართველოში არ იმყოფება.



დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურა გია ლორთქიფანიძის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ზომას მიმართავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner