logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ თეიმურაზ ტუღუში ჩემი კანდიდატურაა
- +

20 სექტემბერი. 2016. 15:07



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თეიმურაზ ტუღუშის არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა და სხვა რაიმე ინდივიდუალური ჩარევები არ ყოფილა.



გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ ჩინჩალაძის მიერ თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურის ლობირებასთან დაკავშირებული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს პლენუმს მან წარუდგინა.



მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბატონი თეიმურაზი ჩემი კანდიდატურაა. ბუნებრივია, მას წინ უძღოდა კონსულტაციები, რაც სამუშაო რეჟიმში ხორციელდებოდა და უამრავი ადამიანის მოსაზრება, შეფასება იყო გათვალისწინებული", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

 

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის კანდიდატურა არ განიხილებოდა.



ჩემი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის ის, რომ მე პლენუმს წარვუდგინო კანდიდატურა, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით ან დამეთანმხმება, ან არა. მე პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში ვიღებ საკუთარ თავზე, თუმცა ჩემი კოლეგებიც ინაწილებენ ამ პასუხისმგებლობას პლენუმის სახით. ყველა ის კითხვ, რომელიც საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა, ვფიქრობ, არაა მნიშვნელოვანი და სერიოზული ამ საკითხში. კანდიდატურა წარმოდგენილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალური ჩარევები, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, არ ყოფილა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner