ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელზეც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაა ასახული.
„ვერცერთი გამოძიება, ვერცერთი კადრი, ვერცერთი მოგონება ვერ გადმოსცემს რეალურად იმას, რაც 2011 წლის 26 მაისს ჯერ რუსთაველზე, შემდეგ ქალაქის სამმართველოში, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით იზოლატორებში ხდებოდა..." - წერს ჩუბინიძე „facebook"-გვერდზე.