ავტორი ანა ნონიკაშვილი
„დათა ახალაიასგან არ მიკვირს ეგ სიტყვები. გვამებს არ ითხოვს? გასაკვირია..." - ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს, სადაც კუდ-ის დირექტორი დათა ახალაია ბრძანებას აძლევს ქვედანაყოფს- „მეტი დაკავებული, მეტი პრემია!"
„დათა ახალაიასგან არ მიკვირს ეგ სიტყვები. გვამებს არ ითხოვს? გასაკვირია...
ახალაია კანონით უნდა გასამართლდეს და შესაბამისი სასჯელი მიიღოს.
26 მაისის ღამე ქართველ ხალხს არასდროს უნდა დაავიწყდეს. აქციაში მონაწილეობის გამო მეც დამაპატიმრეს, თუმცა, პარლამენტის წევრი ვიყავი, დამადეს ბორკილები და მცემეს. რაც მე იმ ღამეს ვნახე, იყო საშინელება, როგორ მოაქციეს საკუთარი ხალხი ალყაში და გამეტებით სცემდნენ",- განაცხადა კოპალიანმა.