logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ყველაფრის სათავეში იყვნენ მიშა და სანდრა!
- +

20 სექტემბერი. 2016. 17:05



„ნაციონალური მოძრაობის" მთელი რეჟიმი ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში. მათი რეჟიმის არსებობის ერთი დღე",- ამ სიტყვებით ეხმაურება „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი  ცაგურია საქართველოს პროკურატურის მიერ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს.


როგორც ცაგურიამ „რეპორტიორს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი იყვნენ ყველაფრის დამკვეთები.


„ფაშისტური დანაყოფები ჰქონდათ, რომლებიც მზად იყვნენ, პრემიის სანაცვლოდ, რამდენიმე ათასი ლარის გულისთვის კაციც მოეკლათ.

 

ყველაზე დიდი დამნაშავე არის სააკაშვილი, რომელიც სიბინძურის, მკვლელობის სათავე იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ იყო. ახლა რომ დედალი სააკაშვილი გამოგზავნა, თავისი ლამაზად დავარცხნილი ჰოლანდიელი ცოლი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფრის სათავეში იყვნენ მიშა და სანდრა.

 

სასჯელს ისინი ნამდვილად იმსახურებენ. ჩვენ ვაშენებთ ცივილიზებულ ქვეყანას. ახალაისათვის და მათი პოლიტიკური ელიტისთვის სასჯელი უნდა დაადგინოს დამოუკიდებელმა სასამართლომ. ცალსახაა, რომ პასუხი უნდა აგონ",- განაცხადა ცაგურიამ.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner