ავტორი ანა ფერაძე
„თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორთან" 2016 წლის 26 მაისის აქციის კადრებზე ისაუბრა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა. შაშიაშვილის თქმით, ძმებ ახალაიებს ამაზე მეტი სისასტიკე აქვთ ჩადენილი, ვიდრე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაა.
„მე მსხვერპლი ვარ იმ მზაკვრობის, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა. ყველა პოლიციელი და პოლიციის უფროსი მონაწილეობდა ამ აქციის დარბევაში.
დღეს რა მასალაც ვნახე, ამ კადრებში იმ სისასტიკის ნახევარიც კი არ არის, რაც რეალურად იქ ხდებოდა. ეს ყველაფერი მე საკუთარი თვალით ვნახე.
დღეს კი პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა" გასამართლებული არ არის. ძმებ ახალაიებს ამაზე მეტი საშინელებები აქვთ ჩადენილი. ყველა უბედურებას, რაც ხდებოდა მაშინ, მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა.
რეალურად ქვეყანაში მსგავს სისასტიკეს ვერავინ ჩაიდენდა, თუ პირველი პირის ბრძანება და სურვილი არ იყო. როცა მისი ქვეშევრდომები სისასტიკეს სჩადიოდნენ, იცოდნენ, რომ ეს მათ უფროსს მოეწონებოდა", - აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.