logo_geo
eng_logo
პენიტენციურ დაწესებულებებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო
- +

20 სექტემბერი. 2016. 17:25


 

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო.


პირველადი სამედიცინო დახმარების თანამედროვე სტანდარტებზე  ტრენინგები პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის, ანუ მომავალ ტრენერთა და არასამედიცინო პერსონალის მომზადებას ითვალისწინებს. მოცემულ ეტაპზე, ტრენერთა ტრენინგში პენიტენციური დაწესებულებების 15 ექიმი მონაწილეობს. პროგრამა  პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებითაა  შემუშავებული.


კურსის დასრულების შემდეგ შერჩეული წარმატებული ტრენერები   საქართველოს მასშტაბით პენიტენციურ სისტემაში მომუშავე არასამედიცინო პერსონალისთვის დაგეგმილ ტრენინგებში თანატრენერების სახით ჩაერთვებიან.


ტრენინგები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II" ფარგლებში ტარდება. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner