logo_geo
eng_logo
რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
- +

20 სექტემბერი. 2016. 17:29



რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. სწავლების ძირითადი თემები იყო საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა. რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენ შემდეგ საკითხებს: მედიის წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსისგამოყენება.



ტრენინგი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელეს. ტრენინგებს უძღვებოდნენ IFES-ის ექსპერტი, ცესკო-ს სწავლების ცენტრის, იურიდიული დეპარტამენტის და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის წარმომადგენლები.



სამდღიანი სწავლება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა. ტრენინგში კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ და რადიო) 75  წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner