logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: მხარდამჭერებს აქვთ განცდა, „რუსთავი 2“-ზე ინტერაქტივის გამორთვა შეგნებულად მოხდა
- +

20 სექტემბერი. 2016. 17:36



„ჩვენს მხარდამჭერებს აქვთ განცდა, რომ ინტერაქტივის გამორთვა შეგნებულად მოხდა, რადგან გაცილებით უკეთესი პოზიცია ჰქონდა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ გადაცემა „არჩევანში" შემაჯამებელი სიტყვის თქმამდე განაცხადა.


გიორგი გაბუნიამ ოთარ დანელიას დაუდასტურა, რომ როდესაც ინტერაქტივის შედეგების ნახვის საშუალება იყო, „ქართული ოცნება" ლიდერობდა.


„დიახ, პირველ ადგილზე იყავით და ჩვენ რომ ეს არ მოგვწონებოდა, როგორც მხარდამჭერებს აქვთ ეჭვი და ჩვენება არ გვდომოდა, არ ვაჩვენებდით. იმ მომენტში, სანამ ნახვის საშუალება გვქონდა, 2%-იანი თუ რამდენი სხვაობით, „ქართული ოცნება" პირველ ადგილზე იყო", - აღნიშნა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner