„ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ისეთ სიბინძურეზე წავიდნენ, რომელსაც ნორმალური ადამიანი ვერ მოიფიქრებს", - აცხადებს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.
„ფაქტია, „ნაცმოძრაობას" დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს. შესაბამისად, მხოლოდ პროვოკაციის შედეგად შექმნილი ქაოსი არის ის გარემო, რომელშიც მათ პოტენციური შანსი აქვთ იმისა, რომ რამე წარმატებას მიაღწიონ. „ნაციონალური მოძრაობის" კეთროვნად ქცეულ ბირთვს, ზნეობრივი დაცემის ქვედა ზღვარი არ გააჩნია. ამიტომ, შეიძლება ისეთ სიბინძურეზე წავიდნენ, რომელსაც ნორმალური ადამიანი ვერ მოიფიქრებს. ამიტომ, მთავარია სიფხიზლე. ვითარება არ არის მარტივი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ძალუძს ამის გამკლავება", - აცხადებს ნაცვლიშვილი.