ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორთან" დღეს პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრების გავრცელების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" 26 მაისს საქვეყნოდ მოაწყო სასაკლაო. ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა „ნაცმოძრაობის" სხვადასხვა პარტიებში გაფანტული წევრები პარლამენტში არ მოხვდნენ და კვლავ არ გადაემტერონ ქართველ ხალხს.
„ყველამ კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, როცა ციხეებიდან ყოველ დღე ორი გვამი გამოჰქონდათ და ვანო მერაბიშვილი დამატებით კიდევ ითხოვდა ორ გვამს.
„ნაციონალებმა" საქვეყნო სასაკლაო მოაწყვეს, საზოგადოების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე კიდევ ვხედავ საფრთხეებს. „ნაციონალური მოძრაობის" სახეები - ზოგი გადავარცხნილი, ზოგი კი გადაღებილი, სხვადასხვა პარტიებში გაიბნენ და თუ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში, ისინი მტრები იქნებიან როგორც „ქართული ოცნების", ისე მთელი საზოგადოების. ამიტომ ჩემი აზრით, მეტი ყურადღებაა საჭირო საზოგადოების მხრიდან, რადგან ხალხი წყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ არა", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219