ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი „რეპორტიორთან" საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ხუციშვილმა განაცხადა, 26 მაისი და 7 ნოემბერი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია იყო.
„დათა ახალაიას განცხადება არის ნაწილი იმის, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა". ახალი ჩემთვის არაფერია. 7 ნოემბერს და 26 მაისს მათ წინასწარ დაგეგმეს საკუთარ ხალხზე ძალადობრივი შურისძიება. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია.
დათა ახალაია კანონით განსაზღვრულ სასჯელს მიიღებს",- განაცხადა ხუციშვილმა.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219