logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მივიღებთ მონაწილეობას
- +

20 სექტემბერი. 2016. 18:03



„ვართ ოპოზიციური ძალა, როდესაც პარლამენტში შევალთ, კანონშემოქმედებით საქმიანობაში მივიღებთ მონაწილეობას და აღმასრულებელი სტრუქტურების კონტროლში, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებაში არ მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა   „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.


როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობენ, ოპოზიციას აღარ წარმოადგენენ.



„პოლიტიკური პარტია, რომელიც თანამშრომლობს მთავრობის დაკომპლექტებისას ხელისუფლებასთან,  ოპოზიცია არ არის. არიან საქართველოში ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გაიძახიან, კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს ხელისუფლებასთანო - ეს აღარ არის ოპოზიცია. ამ შემთხვევაში შენ ხარ ან სატელიტი, ან მათზე დამოკიდებული ვითომ ოპოზიციური ძალა.

არსებობს საკითხები, რომლის განხილვის დროსაც ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ, ვინც იქნება პარლამენტში",- განაცახადა ბარამიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner