პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია 26 მაისის საქმეზე გამოძიების ბოლომდე მიყვანა და მართლმსაჯულების აღსრულება.
„ერთ-ერთი მძიმე ლაქა, სისხლიანი დარბევა, რაც საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, არის 26 მაისი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საქმეზე გამოძიების ბოლომდე მიყვანა. შეიძლება ცოტა გვიან ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს. 26 მაისის დარბევას საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა, როცა შემზარავი კადრები გავრცელდა, თუ როგორ იწვნენ მშვიდობიანი მომიტინგეები სისხლის გუბეებში. ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილის გარდა პასუხი უნდა ეგოთ იმ პირებს, ვინც ამ ბრძანებას იძლეოდა და ასრულებდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა.