logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ორივე შემთხვევა ცხადყოფს, რომ ნიკა გვარამიასთვის საუბრის ფარული ჩაწერა და გავრცელება დასაშვები სტილია
- +

20 სექტემბერი. 2016. 18:15


 

„ნიკა გვარამიასთვის საუბრის ფარული ჩაწერა და გავრცელება დასაშვები სტილია", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან" საუბარში გუშინ „რუსთავი 2"-ის ეთერით ოთარ დანელიას ჩანაწერის გავრცელებას.


საყვარელიძე აქვე პარალელს ავლებს რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა (ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი) და გუშინ მომხდარ ფაქტს შორის და აცხადებს, რომ ორივე ჩანაწერის გავრცელება გვარამიას ინტერესებს უკავშირდება.


 

„ამგვარი ჩანაწერების გავრცელება ზნეობრივი ნაბიჯი არ არის და თუ „ნაციონალურ მოძრაობას" გულშემატკივრობს „რუსთავი 2" და ცნობილია, რომ გულშემატკივრობს, ასეთი საქციელით „ნაციონალურ მოძრაობას" უკარგავს ამომრჩევლებს.

 

პარალელი რომ გავავლოთ ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის გავრცელებას და ამ ფაქტს შორის, მე მაშინ ვთქვი, რომ თუ ინტერესებიდან ამოვალთ, ვის ინტერესში იყო ამ ჩანაწერის გავრცელება, იმისთვის, რომ ბურჭულაძე „ოცნებასთან" დაეკავშირებინა, ვფიქრობ, გვარამიას ინტერესში იყო და ეს ფაქტი კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ასეთი სტილი დასაშვებად მიაჩნია ნიკა გვარამიას", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner