logo_geo
eng_logo
ირლანდიური გაზეთი ჰამლეტ გონაშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
- +

20 სექტემბერი. 2016. 18:35



ირლანდიური გაზეთი „The Irish Times" სტატიას აქვეყნებს სათაურით „ჩაძირული საგანძური: ჰამლეტ გონაშვილი - საქართველოს ხმა".


სტატიის ავტორია ჟურნალისტი დონალ დინენი, რომელიც აღნიშნავს, რომ შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მდებარე საქართველო ანტიკური პერიოდიდან სხვადასხვა იმპერიის გზაჯვარედინი იყო, თუმცა ქართულმა პოლიფონიურმა მუსიკამ და სიმღერის შესრულების უნიკალურმა მანერამ საუკუნეებს, მტრის შემოსევებსა და დამპყრობლურ ომებს გაუძლო.


სტატიის ავტორი ვრცლად საუბრობს ანსამბლ „რუსთავსა" და მის გამოჩენილ სოლისტზე ჰამლეტ გონაშვილზე. ჟურნალისტის თქმით, ჰამლეტ გონაშვილის ხმის ტემბრში სრულად წარმოჩინდება ქართული მუსიკის ის ჰარმონიულობა, რომელიც  მის შესრულებას დაუვიწყარ ტონალობას ანიჭებს.


როგორც ჟურნალისტი აღწერს, ჰამლეტ გონაშვილის აბსოლუტური გამორჩეულობა მის ნამღერს აქამდე გაგონილი ნებისმიერი შესრულებისგან განასხვავებს. დონალ დინენის თქმით, ჰამლეტ გონაშვილი უნიკალურ და თვითმყოფად სივრცეს ქმნის, ხოლო ამ სივრცეში საოცარი სიმშვიდეა.

 

„მას იმ დროში გადავყავართ, როდესაც მგალობლები დედამიწაზე საოცარი ძალით იყვნენ აღჭურვილნი. ჰანგი, რომელიც ამ ადამიანებისგან იღვრება,  ჩვენს გარშემო ირხევა და  თვალუწვდენელ მწვერვალებს და თვალწარმტაც პეიზაჟს ეხმიანება",  - წერს სტატიაში დონალ დინენი.


http://www.irishtimes.com/culture/music/sunken-treasure-hamlet-gonashvili-the-voice-of-georgia-1.2792391


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner