logo_geo
eng_logo
ხვალ ელისო ბოლქვაძე იუნესკოსადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს
- +

20 სექტემბერი. 2016. 18:38



21 სექტემბერს, 14:00 საათზე,  სასტუმრო „ლეოგრანდის" საკონფერენციო დარბაზში, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე,  ბათუმის ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოსადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს.



ღონისძიებას  დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. სემინარს გაუძღვებიან  იუნესკოს მშვიდობის ელჩები - ელისო ბოლქვაძე და  ფრანგი პიანისტი სიპრიან კაცარისი. მომხსენებლები იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, „საყოველთაო მშიდობის" ფედერაციის ელჩი გურამ ოდიშარია.



სემინარის თემაა მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება  კონფლიქტურ რეგიონებში. ღონისძიებაზე იმსჯელებენ ასევე, საქართველოში იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში არსებულ ძეგლებსა და მომავალი თაობისთვის მუსიკალური განათლებისა და შემეცნების ამაღლების საშუალებებზე.



ამავე ღონისძებაზე, ქართველი პიანისტი, ელისო ბოლქვაძე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ახალგაზრდა მუსიკოსებს მასტერკლასებში მონაწილეობისთვის   სპეციალურ დიპლომებს გადასცემენ.



ცნობილ ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 2015 წლის 22 იანვარს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის'' წოდება  მიენიჭა. ეს პრესტიჟული წოდება პიანისტს პარიზში პირადად  იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ირინა ბოკოვამ გადასცა.



ამავე ტიტულს ფლობენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან: სელინ დიონი, ჰერბი ჰენკოკი, პლასიდო დომიგო, სარა ბრაიტმანი, ვლადიმერ სპივაკოვი, ჯორდი სავალი და სხვები.



„იუნესკოს მშვიდობის არტისტის" წოდების მფლობელ ყველა არტისტს მინიჭებული აქვს სპეციალური ფუნქცია  იუნესკოს მიერ განათლების და კულტურული შემეცნების სხვადასხვა მიმართულებით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner