„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის #19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ თემქაზე, 3მ/რ, 5 კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. ზაზა გაბუნიამ ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში პარლამენტში აპირებს.
„ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემი სამსახური დასჭირდება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.