ავტორი ანა ფერაძე
მსახიობმა გია ბურჯანაძემ „რეპორტიორთან" დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებზე ისაუბრა. როგორც ბურჯანაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ყველა ის პირი, ვინც 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდა, სასამართლოს გზით უნდა დაისაჯოს.
„მთელი „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი, რაც იყო, დასანგრევია, ეს პარტია არ უნდა არსებობდეს. მარტო დათა ახალაიას პასუხისმგებლობა არ არის 26 მაისის აქციის დარბევაში.
სასამართლომ დათა ახალაიას და ყველა პირს დანაშაულზე უნდა აგებინოს პასუხი და რა თქმა უნდა , სასამართლო მიუკერძოებელი და სამართლიანი უნდა იყოს", - აღნიშნა გია ბურჯანაძემ.