logo_geo
eng_logo
ნანა თეთრაძე: მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, როგორ აწამებდა წინა ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებს
- +

20 სექტემბერი. 2016. 19:18



გარდაცვლილი სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიაზე" საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის ძალიან რთული ოყო ამ ფილმის ნახვა. თეთრაძის თქმით, ეს ფილმი მომავალმა თაობებმა უნდა ნახონ, რათა იცოდნენ, როგორ აწამებდა „ნაციონალური მოძრაობა" უდანაშაულო ადამიანებს.



„ემოციებისგან დაცლილი ვარ, მაგრამ ძალა მოვიკრიბე, რომ „ჰეროკრატიისთვის" მეყურებინა. დიდი მადლობა გოგა ხაინდრავას მისი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის. მადლობა თითოეულ მონაწილეს, რომლებმაც ჩემი ოჯახის ტრაგედია გაითავისეს და საზოგადოებამდე მიიტანეს ის საზარელი ფაქტები, რაც ხუთი წლის წინათ მოხდა.

 

რა მძიმე სანახავიც უნდა იყოს, ეს ისტორია მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, თუ როგორ აწამებდა წინა ხელისუფლება აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს. მესმის იმ ხალხის, ვინც ვერ შეძლო წამების სცენების ყურება, მართლაც მძიმე კადრებია, მაგრამ ეს ფილმია. მერწმუნეთ, რეალობა ბევრად უფრო სასტიკი იყო! რეჟისორმა დაინდო სერგო თეთრაძის ოჯახიც და მაყურებელიც, ჩემი თხოვნით, ბევრი ამაზრზენი ფაქტი და დეტალი ფილმში გაშუქებული არ იქნა. სერგო თეთრაძემ სრული ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გაიარა!" - ამბობს ნანა თეთრაძე.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner