ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა „რეპორტიორთან" დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ვიდეოკადრებზე ისაუბრა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დატა ახალაიას სიტყვები: „მეტი დაკავებული - მეტი პრემია" ზუსტად ასახავს „ნაცმოძრაობის" რეალურ სახეს.
„მე 26 მაისის აქციის მონაწილე ვარ და კარგად ვხედავდი, როგორ ნადირობდნენ ადამიანებზე, როგორ კეტავდნენ გზებს და ხალხს თავისუფლად წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ყველასთვის ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის სიტყვები: „ორი ტრუპი", „მეტი გვამი", „მეტი დაკავებული - მეტი პრემია", „ყველანი ციხეში". გამოძიება თავის სათქმელს იტყვის და დამნაშავეები დაისჯებიან", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.