logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: „ორი ტრუპი“, „მეტი დაკავებული - მეტი პრემია“, „ყველანი ციხეში“ - ეს „ნაციონალური მოძრაობაა“
- +

ავტორი ანა ფერაძე

20 სექტემბერი. 2016. 19:54



„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა „რეპორტიორთან" დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ვიდეოკადრებზე ისაუბრა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დატა ახალაიას სიტყვები: „მეტი დაკავებული - მეტი პრემია" ზუსტად ასახავს „ნაცმოძრაობის" რეალურ სახეს.


 

„მე 26 მაისის აქციის მონაწილე ვარ და კარგად ვხედავდი, როგორ ნადირობდნენ ადამიანებზე, როგორ კეტავდნენ გზებს და ხალხს თავისუფლად წასვლის  საშუალებას  არ აძლევდნენ.

 

ყველასთვის ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის  სიტყვები: „ორი ტრუპი", „მეტი გვამი", „მეტი დაკავებული - მეტი პრემია", „ყველანი ციხეში". გამოძიება თავის სათქმელს იტყვის და დამნაშავეები დაისჯებიან", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner