ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ვიდეოკადრები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სადისტურ რეჟიმთან. მანიაკალური მიდრეკილებების მქონე ადამიანებთან, რომლებსაც ხელისუფლების სადავეები ეპყრათ",- ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანან კობახიძე საქართველოს პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს.
როგორც კობახიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, პროკურატურას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრ დეტალზე აქვს სამუშაო.
„26 მაისის ღონისძიება იყო არა მიტინგის დაშლის, არამედ სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიან მომიტინგეებზე. სამაგალითო დასჯის ფუნქცია ჰქონდათ მათ მოქმედებებს.
რა თქმა უნდა, 26 მაისის საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. პროკურატურას აქვს ბევრი სამუშაო. ასევე არიან გარდაცვლილი ადამიანები და მათი საქმის დეტალებიც უნდა იქნას გამოძიებული, რა პირობებში გარდაიცვალნენ. ეს არის მძიმე ფაქტი ახლო წარსულის, რომელსაც სწორი შეფასება სჭირდება. ძალიან მძიმე მოსასმენია, რაც მეტი დაკავებული, მით მეტი პრემია - ამაზე მეტი ცინიზმი რა არის, რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში პრემიებს იღებდნენ. ეს არის სახე „ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის რეჟიმის",- განაცხადა კობახიძემ.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219